არიყ საფონი
(ახალი გვერდი: '''არიყ საფონ-ი''' ''(ოს. Арыхъ сапон)'' – ნართულ ეპოსში ნახსენები საპნ...) |
|||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | + | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | |
ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:ოსური მითები]] | [[კატეგორია:ოსური მითები]] | ||
[[კატეგორია:ნართული ეპოსი]] | [[კატეგორია:ნართული ეპოსი]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საპონი]] |
მიმდინარე ცვლილება 13:33, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
არიყ საფონ-ი (ოს. Арыхъ сапон) – ნართულ ეპოსში ნახსენები საპნის სახეობა, რომლითაც სარგებლობდნენ (ტანს იბანდნენ და სამოსს რეცხავდნენ) ყველაზე სახელოვანი ნართები (სათანა, აცამაზი და სხვ.). უნდა ითქვას, რომ ნართულ გადმოცემებში გვხვდება ორი სახის საპონი – არიყის საპონი და ყარა საპონი (хъара сапон. თურქული ყარა – „შავი“) – „შავი საპონი“ ანუ დაბალი ხარისხის საპონი (სიტყვა „საპონი“ ცალკე არ გამოიყენება). ტერმინი „арыхъ“, როგორც ჩანს, მომდინარეობს მონღოლური სიტყვიდან არიგ, რაც თანამედროვე მონღოლურ ენაზე „სუფთას“ ნიშნავს, მაგრამ ალანთა და მონღოლთა ისტორიული კონტაქტების ეპოქაში (XIII-XIV სს.) იგი „წმინდასაც“ აღნიშნავდა. ნართულ ეპოსში ორი სახეობის საპნის არსებობა მოწმობს შუასაუკუნეების ალანთა კულტურაზე, რომელმაც მონღოლური ტომების მხრიდან მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. – Владикавказ, 2003;
- Гуриев Т. А. К проблеме генезиса осетинского нартовского эпоса. Орджоникидзе, 1971.