ალშიბაია გრიგოლ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალშიბაია გრიგოლ“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლ ალშიბაია“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგოლ ალშიბაია“ გადაიტანა გვერდზე „ალშიბაია გრიგოლ“ გადამის...) |
16:36, 8 იანვარი 2019-ის ვერსია
ალშიბაია გრიგოლ კონსტანტინეს ძე (1881 - 1957) - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი, დიპლომატი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1920-1921 წწ-ში იყო საბჭოთა აზერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი.
1921 წლიდან გ. ალშიბაია პოლიტიკური ემიგრანტია. იგი წერილებს ბეჭდავდა ემიგრაციულ გაზეთში „დამოუკიდებელი საქართველო“ (გამოდიოდა პარიზში 1926 იანვრიდან - 1939 ივლისამდე; ვარშავაში კავკასიურ ოფისს ხელმძღვანელობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარის მიერ ვარშავის დაკავების შემდეგ აქ დაარსებული კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. 1943 წლის შემოდგომაზე მის ნაცვლად სამხედრო და ტყვეთა საკითხების მოსაგვარებლად საკავშირო შტაბი დაარსდა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც გ. ალშიბაია იყო. შტაბის ორგანიზებით, 1944 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად დღესასწაული ჩატარდა. ზეიმი ქართული კოლონიის თავმჯდომარემ - ტიტე მარგველაშვილმა გახსნა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გ. ალშიბაია ოჯახით საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.
ლიტერატურა
- სცსა, ფ. 1864, აღწ. 2, საქ. 262;
- ჟურ. „ბედი ქართლისა“, პარ., 1957, №24-25;
- რ. დაუშვილი, „8 ეპიზოდი ქართულ-გერმანული ურთიერთობების ისტორიიდან“, თბ., 2014;
- „ნიკოლოზ მათიკაშვილი. იუნკრები და სხვები“, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, შემდგენელ-რედაქტორი ლალი ცომაია, თბ., 2016;
- რ. დაუშვილი, „ქართული ემიგრაცია ამერიკაში“, თბ., 2014.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი