მარშაკი ნიკოლოზ
(ახალი გვერდი: '''მარშაკი ნიკოლოზ იაკობის ძე''' - (15.II.1902, ტულა - 30.XII.1962, თბილისი) - რუ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარშაკი ნიკოლოზ“ გადაიტანა გვერდზე „ნიკოლოზ მარშაკი“) |
14:43, 6 თებერვალი 2019-ის ვერსია
მარშაკი ნიკოლოზ იაკობის ძე - (15.II.1902, ტულა - 30.XII.1962, თბილისი) - რუსი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ჭაბუკობიდანვე ეზიარა თეატრს. 1918 წლიდან მონაწილეობდა თბილისის სცენის მოყვარეთა რუსულ წარმოდგენებში, როგორც მსახიობი და რეჟისორი. მისი დიდი მეცადინეობით, 1927 წ-ის 18 აპრილს პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში დაიდგა, ამერიკელი პოეტის ჰ. ლონგფელოს მიხედვით, ნ. ოგნევის პიესა „ჰაიავატა, იროკეზების ბელადი“. ეს თარიღი იქცა ამიერკავკასიაში პირველი საბავშვო თეატრის დაბადების დღედ - თბილისში ჩამოყალიბდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრი. მის კვალად, 1928 შეიქმნა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრიც.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
- მერაბ გეგია
ლიტერატურა
ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი