კაბიწი
(ახალი გვერდი: კაბიწი '''კაბიწი '''''// კაბიწეული'' - მარცვლეულის სა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Kabiwi.jpg|thumb|კაბიწი]] | [[ფაილი:Kabiwi.jpg|thumb|კაბიწი]] | ||
| − | '''კაბიწი ''''' | + | '''კაბიწი ''' - ''(კაბიწეული)'' - მარცვლეულის საწყაო ხის ჭურჭელი. |
| − | + | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/1539/ ივ. ჯავახიშვილის] ვარაუდით, კაბიწი ერთ [[კოდი|კოდს]] უთანაბრდებოდა. ქართულ მეტროლოგიაში კაბიწი შეცვალა კოდმა. საწყაოს ეს ერთეული [[საქართველო|საქართველოში]] ფართოდ იყო გავრცელებული. აჭარაში ძირითადად რძის პროდუქტების შესანახად გამოიყენებოდა. | |
| − | ასეთი წესით მზადდებოდა კაბიწეული ჭურჭლის ტიპები, როგორიცაა: | + | კაბიწეული ჭურჭლისთვის საუკეთესო იყო ცაცხვისა და ნაძვის ხის ყავარი. საკაბიწე ყავარს ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, რის შედეგადაც მასალა „დამყოლი“ ხდებოდა, რაც ფორმის მიცემისთვის აუცილებელი იყო და ამავე დროს, კარგავდა სიმწარეს და აცლიდა ფისს. ოსტატი ცხელ მასალას თავის ნებაზე მოღუნავდა და ყავრის თავებს მაშებით შეკრავდა. ჭურჭლის თავებს სადგისით დახვრეტდა და ნაძვის ფესვისგან დამზადებული თასმით გაკერავდა, ჩაუდგამდა ძირს და ნაძვისავე ფისით გამოგლესავდა. კარგი ნახელავი ჭურჭელი სითხეს არ გაატარებდა და გამზადებული იყო სახმარად.ასეთი წესით მზადდებოდა კაბიწეული ჭურჭლის ტიპები, როგორიცაა: |
| − | საწველელა | + | |
| − | გვარდა | + | * საწველელა; |
| − | კოთხო | + | * გვარდა; |
| − | სანაღბე | + | * კოთხო; |
| − | სამატყლე | + | * სანაღბე; |
| − | საწვრიმალო და სხვა. | + | * სამატყლე; |
| + | * საწვრიმალო და სხვა. | ||
ემპირიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ასეთი ტიპის ხის ჭურჭელი საუკეთესოდ ინახავს პროდუქტს, არა მარტო ადგილზე, არამედ ტრანსპორტირების დროსაც. აჭარლები იმდენად დახელოვნებული იყვნენ კაბიწეული ჭურჭლის კეთებაში, რომ მათ შეკვეთები მოსდიოდათ მეგრელი მეჯოგეებისგან. მათი ნახელავი საკმაოდ წარმატებულად იყიდებოდა არა მარტო აჭარასა და გურიაში, არამედ ახალქალაქისა და ახალციხის ბაზრობებზე. | ემპირიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ასეთი ტიპის ხის ჭურჭელი საუკეთესოდ ინახავს პროდუქტს, არა მარტო ადგილზე, არამედ ტრანსპორტირების დროსაც. აჭარლები იმდენად დახელოვნებული იყვნენ კაბიწეული ჭურჭლის კეთებაში, რომ მათ შეკვეთები მოსდიოდათ მეგრელი მეჯოგეებისგან. მათი ნახელავი საკმაოდ წარმატებულად იყიდებოდა არა მარტო აჭარასა და გურიაში, არამედ ახალქალაქისა და ახალციხის ბაზრობებზე. | ||
| ხაზი 23: | ხაზი 24: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
| + | [[კატეგორია:ჭურჭელი]] | ||
[[კატეგორია:საზომი ერთეულები]] | [[კატეგორია:საზომი ერთეულები]] | ||
12:05, 18 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
კაბიწი - (კაბიწეული) - მარცვლეულის საწყაო ხის ჭურჭელი.
ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, კაბიწი ერთ კოდს უთანაბრდებოდა. ქართულ მეტროლოგიაში კაბიწი შეცვალა კოდმა. საწყაოს ეს ერთეული საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. აჭარაში ძირითადად რძის პროდუქტების შესანახად გამოიყენებოდა.
კაბიწეული ჭურჭლისთვის საუკეთესო იყო ცაცხვისა და ნაძვის ხის ყავარი. საკაბიწე ყავარს ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, რის შედეგადაც მასალა „დამყოლი“ ხდებოდა, რაც ფორმის მიცემისთვის აუცილებელი იყო და ამავე დროს, კარგავდა სიმწარეს და აცლიდა ფისს. ოსტატი ცხელ მასალას თავის ნებაზე მოღუნავდა და ყავრის თავებს მაშებით შეკრავდა. ჭურჭლის თავებს სადგისით დახვრეტდა და ნაძვის ფესვისგან დამზადებული თასმით გაკერავდა, ჩაუდგამდა ძირს და ნაძვისავე ფისით გამოგლესავდა. კარგი ნახელავი ჭურჭელი სითხეს არ გაატარებდა და გამზადებული იყო სახმარად.ასეთი წესით მზადდებოდა კაბიწეული ჭურჭლის ტიპები, როგორიცაა:
- საწველელა;
- გვარდა;
- კოთხო;
- სანაღბე;
- სამატყლე;
- საწვრიმალო და სხვა.
ემპირიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ასეთი ტიპის ხის ჭურჭელი საუკეთესოდ ინახავს პროდუქტს, არა მარტო ადგილზე, არამედ ტრანსპორტირების დროსაც. აჭარლები იმდენად დახელოვნებული იყვნენ კაბიწეული ჭურჭლის კეთებაში, რომ მათ შეკვეთები მოსდიოდათ მეგრელი მეჯოგეებისგან. მათი ნახელავი საკმაოდ წარმატებულად იყიდებოდა არა მარტო აჭარასა და გურიაში, არამედ ახალქალაქისა და ახალციხის ბაზრობებზე.
ლიტერატურა
ალ. დავითაძე, კაბიწეული, „ძეგლის მეგობარი“, ¹59, 1982. ე.ნ.
