შევჩუკი გერასიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „შევჩუკი გერასიმე“ გადაიტანა გვერდზე „[[შევჩუკი გერასიმე დიმიტრის...)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „შევჩუკი გერასიმე დიმიტრის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[შევჩუკი გერას...)

14:30, 19 თებერვალი 2019-ის ვერსია

გერასიმე შევჩუკი

შევჩუკი გერასიმე დიმიტრის ძე (1884, ქ. თბილისი - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

დაიბადა თბილისში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეთა ოჯახში. დაწყებითი განათლება სახლში და თბილისის სამოქალაქო სკოლაში მიიღო. ადრეული ასაკიდან შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი, თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან. მუშაობდა თბილისის ტრამვაიში. იყო ტრამვაის ლოკალური პროფკავშირული გაერთიანების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1919 წლის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. შედიოდა შრომის კომისიაში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. სხვა ბიოგრაფიული ცნობები არ მოიძებნა.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 201, სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები