ფაფანაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფაფანაგი''' - ხევსური ქალის სამოსელი, სადიაცოზე ჩა...) |
14:09, 20 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
ფაფანაგი - ხევსური ქალის სამოსელი, სადიაცოზე ჩასაცმელი, ქოქლოს მსგავსი, რომლისგანაც გრძელი, ვიწრო და დახშული სახელოებით და გადაკეცილი საყელოთი განსხვავდება. ის ძველ კოლექციებში გვხვდება მხოლოდ მას სამხედროები წელამდე აქვს შეჭრილი მდიდრულადაა გაწყობილი მძივ-ღილით, სირმით და ვერცხლის სამკაულებით.
ძველად 16-17 წლის ქალს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ფაფანაგი. მას მეტ წილად დღეობებსა და ხატობაში იცვამდნენ. იგი წინ დუგმებით ან ღილ-შატით იკვროდა. ხევსური მანდილოსნები შემოდგომასა და გაზაფხულზე ქოქლოს იცვამდნენ. ადრე კი ქოქლოს ნაცვლად ფაფანაგი სცმიათ.
წყარო
ლ. მოლოდინი, გ. ჩაჩაშვილი, ქართული კოსტიუმის კატალოგი I ხევსურული, თბილისი-1964