გედევანიშვილი დიმიტრი (ნიადაგმცოდნე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გედევანიშვილი დიმიტრი (ნიადაგმცოდნე)“ გადაიტანა გვერდზე „[[გედე...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გედევანიშვილი დიმიტრი (1884-1958)“ გადაიტანა გვერდზე „[[გედევანიშვილი ...)

14:53, 15 მარტი 2019-ის ვერსია

დიმიტრი გედევანიშვილი

გედევანიშვილი დიმიტრი პანტელეიმონის ძე (დ. - 1884, სოფ. კირბალი, გორის მაზრ. - გ. - 1958, თბილისი) - ნიადაგმცოდნე, პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

1914 დაამთავრა პოლონეთში ნოვოალექსანდრიის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. 1919 წელს პროფ. დ. გედევანიშვილი მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიადაგმცოდნეობის პროფესორის თანამდებობაზე. 1919-1929 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრას.

1921-1924 წლებში მუშაობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში იყო ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგე. დ. გედევანიშვილი ავტორია მრავალი ფუნდამენტური ნაშრომისა. მან გამოიკვლია მევენახეობის, მეჩაიეობის რაიონებისა და კოლხეთის დაბლობის ნიადაგები. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შედგა საქართველოს ნიადაგების რუკები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

დიმიტრი გედევანიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები