როსტომბეგოვი ვალერიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი ბიოლოგები]]
 
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები]]
 
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები]]
 
[[კატეგორია:პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები]]
 
[[კატეგორია:პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები]]

15:03, 23 აპრილი 2019-ის ვერსია

როსტომბეგოვი ვალერიან ნიკოლოზის ძე - (1878, თბილისი - 1965, თბილისი) - ბიოლოგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის I გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1899 და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე, 2 წლის შემდეგ გადავიდა საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც 1911 დაამთავრა. 1911-1915 წლებში მუშაობდა ხარკოვის სამედიცინო-ვეტერინარულ და პედაგოგიურ ინსტიტუტებში, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში.

1920 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავდაპირველად ასისტენტად, ხოლო შემდგომში ლექტორად და კათედრის გამგედ.

1930 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი. მას ეკუთვნის ქართულ ენაზე ფუნდამენტური სახელმძღვანელო სამედიცინო პარაზიტოლოგიაში. მის სახელს ატარებს თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთი ლაბორატორია.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები