ერქომაიშვილი ანზორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 23: ხაზი 23:
 
[[კატეგორია:იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურიატები]]
 
[[კატეგორია:იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურიატები]]
 
[[კატეგორია:ერქომაიშვილები]]
 
[[კატეგორია:ერქომაიშვილები]]
[[კატეგორია:ქართული მუსიკის ისტორია]]
 

11:21, 30 მაისი 2019-ის ვერსია

ანზორ ერქომაიშვილი

ერქომაიშვილი ანზორ - (10. VIII. 1940, ბათუმი), მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. საქართველოს სახალხო არტისტი (1980), შოთა რუსთაველის სახელობის (1988), საქართველოს სახელმწიფო (1996), ზ. ფალიაშვილისა (1981) და ი. გოგებაშვილის სახელობის (1993) პრემიების ლაურეატი, აგრეთვე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IX საერთაშორისო ფესტივალისა (სოფია, 1968) და ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემიის ლაურეატი (1983).

1969 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საგუნდო დირიჟორობის სპეციალობით (ვ. ფალიაშვილის კლასი), 1976 ასპირანტურა ხალხური. მუსიკის შემოქმედების სპეციალობით (ხელმძღვანელი შ. ასლანიშვილი). 1961 აქვე ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „გორდელა“ (თ. ქევხიშვილთან, ბ, თოიძესთან, თ. ანდღულაძესთან, ა. დანელიანთან, თ. პავლოვთან, გ. სიხარულიძესთან, კ. ჭოხონელიძესთან ერთად).

1968 დააარსა ანსამბლი „რუსთავი“, ხოლო 1976 ბიჭუნათა ანსამბლი „მართვე“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. მათთან ერთად შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. ერქომაიშვილმა ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა ხალხური სიმღერების იშვიათი ნიმუშები. გამოსცა „ქართული ხალხური სიმღერების“ 2 კრებული (1972, 1980), „100 ქართული ხალხური სიმღერა“ (1988). თბილისისა და უცხოეთის არქივებში მან მიაკვლია 500-ზე მეტ ქართულ ხალხურ სიმღერის ფონოჩანაწერს და გამოსცა თანდართული გამოკვლევებითურთ: „პირველი გრამფირფიტები საქართველოში 1907-14“. 1992 ლონდონის მუსიკის არქივში მიაკვლია 127 ქართულ ხალხურ სიმღერის 1902-14 წლების გრამფირფიტებს. აქვე აღმოაჩინა ვ. სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რომელთა მეშვეობით (ნ. ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის ხმის პირვანდელი სრულყოფილი ხმოვანების აღდგენა ავტორია წიგნებისა: „ბაბუა“ (1980, არტემ ერქომაიშვილზე), „ძველი სიმღერების კვალდაკვალ“ (1979), „შავი შაშვი ჩიოდა“ (1989) და სხვ.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")


იხილე აგრეთვე

ანზორ ერქომაიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები