ბოლოკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ბოლოკა '''ბოლოკა''' - ჯვარყვავილოვანთა ოჯახის ...)
 

მიმდინარე ცვლილება 10:38, 2 სექტემბერი 2019 მდგომარეობით

ბოლოკა

ბოლოკა - ჯვარყვავილოვანთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარეა, მთავარღერძიანი ფესვით. სწორმდგომი, 100 სმ-მდე სიმაღლის, ხაოიანი ღეროთი. ფესვთანური ფოთლები ჩანგლისებრია, ყუნწიანი, ბოლო ფოთოლი დიდი ზომისაა, ოვალური, დაკბილული, ზედა ფოთოლი მოგრძო-ლანცეტაა ან ოვალურ-ლანცეტა, ამოკვეთილ-დაკბილული, თითქმის მჯდომარე. გვირგვინის ფურცლები ყვითელია. ნაყოფი ჭოტაკია, სფეროსებრი.

თესლის აღმოცენების მინიმალური ტემპერატურაა + 4-80C, ოპტიმალური +15-180C. ყვავილობა მაისივნისში, ნაყოფობა ივნის-ივლისში. ერთი მცენარე საშუალოდ 1500 თესლს იძლევა. აღმოცენების უნარს 10 წლამდე ინარჩუნებს. იზრდება მშრალ ფერდობებსა და გორაკებზე, ნათესებში, რუდერალურ ადგილებში და გზისპირებზე. ასარევლიანებს საშემოდგომო ხორბალს.



[რედაქტირება] წყარო

ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები