უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 5: ხაზი 5:
  
 
უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა, ზოგადად, ასოცირებულია როგორც [[ფსიქიკური აშლილობა|ფსიქიკური აშლილობების]], ასევე, ჭარბწონიანობის განვითარების მაღალ რისკთან. პაციენტების დაახლოებით 25%-ს, რომელიც ჭარბწონიანობის
 
უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა, ზოგადად, ასოცირებულია როგორც [[ფსიქიკური აშლილობა|ფსიქიკური აშლილობების]], ასევე, ჭარბწონიანობის განვითარების მაღალ რისკთან. პაციენტების დაახლოებით 25%-ს, რომელიც ჭარბწონიანობის
გამო მკურნალობას იტარებს, უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობის სიმპტომები აღენიშნება.ნერვული ბულიმიისგან განსხვავებით, ეს მდგომარეობა ვითარდება შედარებით გვიანდელ ასაკში. პაციენტების მეოთხედს მამაკაცები შეადგენენ. ზემოთ განხილული სხვა [[კვებითი აშლილობები|კვებითი აშლილობებისგან]] განსხვავებით, უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა ხასიათდება სპონტანური რემისიის მაღალი სიხშირით. ის ადვილად ემორჩილება კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორის ანტიდეპრესანტებით მკურნალობას (Dingemans et al., 2002).
+
გამო მკურნალობას იტარებს, უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობის სიმპტომები აღენიშნება.ნერვული ბულიმიისგან განსხვავებით, ეს მდგომარეობა ვითარდება შედარებით გვიანდელ ასაკში. პაციენტების მეოთხედს მამაკაცები შეადგენენ. ზემოთ განხილული სხვა [[კვებითი აშლილობები|კვებითი აშლილობებისგან]] განსხვავებით, უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა ხასიათდება სპონტანური რემისიის მაღალი სიხშირით. ის ადვილად ემორჩილება [[კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია|კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპია]]ს და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორის ანტიდეპრესანტებით მკურნალობას (Dingemans et al., 2002).
  
  

მიმდინარე ცვლილება 12:22, 4 ოქტომბერი 2019 მდგომარეობით

უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა - DSM-IV-ის დაუზუსტებელი კვებითი აშლილობების (EDNOS) ჯგუფი, რომელიც „საჭიროებს შემდგომ შესწავლას”. ამ ჯგუფში შედის უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა (binge eating disorder).

მოცემული ტერმინის დეფინიცია და მისი ვალიდურობა საკმაოდ ბუნდოვანია, რადგან მის შესახებ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. მას ახასიათებს განმეორებითი ბულიმიური ეპიზოდები, თუმცა, ნერვული ბულიმიისაგან განსხვავებით, ამ დროს პაციენტი არ მიმართავს პირღებინებასა და გამწმენდ საშუალებებს. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ დეპრესიული სიმპტომები და ჰქონდეთ უკმაყოფილების განცდა საკუთარი სხეულის წონისა და ფორმის გამო, თუმცა, ეს უკანასკნელი, ნერვულ ბულიმიასთან შედარებით, ნაკლებად მწვავედაა გამოხატული.

უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა, ზოგადად, ასოცირებულია როგორც ფსიქიკური აშლილობების, ასევე, ჭარბწონიანობის განვითარების მაღალ რისკთან. პაციენტების დაახლოებით 25%-ს, რომელიც ჭარბწონიანობის გამო მკურნალობას იტარებს, უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობის სიმპტომები აღენიშნება.ნერვული ბულიმიისგან განსხვავებით, ეს მდგომარეობა ვითარდება შედარებით გვიანდელ ასაკში. პაციენტების მეოთხედს მამაკაცები შეადგენენ. ზემოთ განხილული სხვა კვებითი აშლილობებისგან განსხვავებით, უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა ხასიათდება სპონტანური რემისიის მაღალი სიხშირით. ის ადვილად ემორჩილება კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორის ანტიდეპრესანტებით მკურნალობას (Dingemans et al., 2002).


[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები