ჟამნობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჟამნობა''' - ღვთისმსახურება რომლებიც სადღეღამისო ციკლს მიე...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:48, 22 ნოემბერი 2019 მდგომარეობით

ჟამნობა - ღვთისმსახურება რომლებიც სადღეღამისო ციკლს მიეკუთვნება. ჩვეულებრივ, მას აღასრულებენ მონასტრებში, სამრევლო ტაძრებში კი იმსახურება იშვიათად, თითქმის, გამონაკლისის სახით, დიდ მარხვაში, ვნების შვიდეულში, შობისა და ნათლისღების წინა დღეს.

პირველი, მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამნები შეესაბამება ჩვენს დილის სამ, ექვს და ცხრა საათებს და დღის სამ საათს. ეს მსახურებები, ძირითადად, შედგება ფსალმუნებისაგან, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამის დროს მომხდარ ქრისტეს ვნებებთან. მესამე ჟამნი კი დაკავშირებულია სულთმოფენობის დროს სულიწმინდის მოციქულებზე გარდამოსვლასთან. ჟამნებს ემატება შესაბამისი დღის ან დღესასწაულის ტროპარები.

იმ დღეებში როცა საღვთო ლიტურგია არ აღესრულება, სრულდება სადილის ჟამნის მსახურება, რომელიც მოიცავს ნაწილებს ლიტურგიიდან (ფსალმუნები, „ნეტარებები“, „რწმენის სიმბოლო“ და „მამაო ჩვენო”). სადილის ჟამნი სრულდება მეცხრე ჟამის შემდეგ.

[რედაქტირება] წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები