ჯინდორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჯინდორ-ი''' ''(თალიშ. Джындор)'' – თალიშელი ჯადოქარი – შეშლილთა და, ...) |
მიმდინარე ცვლილება 12:38, 11 დეკემბერი 2019 მდგომარეობით
ჯინდორ-ი (თალიშ. Джындор) – თალიშელი ჯადოქარი – შეშლილთა და, ზოგადად, ავადმყოფთა მკურნალი. ხალხის რწმენით, იგი, თავის დროზე, ჯინებმა გაიტაცეს, ჯერ ჭკუაზე შეშალეს, მოგვიანებით კი გონება დაუბრუნეს და ავადმყოფთა დამხმარე გახადეს. ჯინდორს ესმოდა ჯინების ენა, ეკრძალებოდა ალაჰის სახელის წარმოთქმა (ჯინებს ამ სახელის ეშინოდათ). იყვნენ ადამიანებისთვის ზიანის მიმყენებელი ჯინდორებიც, რომლებსაც ჯოდიგარებს („მავნებლებს“) უწოდებდნენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Абилов И. Ш. Некоторые магические практики в культуре талышей // Лавровский сборник: Материалы XXXVI и XXXVII Среднеазиатско-Кавказских чтении 2012-2013 гг.:
- этнология, история, археология. СПб., 2013.