სოხოისტას ბრძოლა 1545
(ახალი გვერდი: '''სოხოისტას ბრძოლა 1545''' - ბრძოლა ქართველებსა და...) |
|||
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
1543 წლის [[ქარაღაქის ბრძოლა 1543|ქარაღაქის ბრძოლაში]] დამარცხების შემდეგ ოსმალებმა უფრო დიდი ძალებით კვლავ გამოილაშქრეს სამცხე-საათაბაგოში, რომელიც 1535 წლიდან იმერეთის მეფის ბაგრატ III -ის | 1543 წლის [[ქარაღაქის ბრძოლა 1543|ქარაღაქის ბრძოლაში]] დამარცხების შემდეგ ოსმალებმა უფრო დიდი ძალებით კვლავ გამოილაშქრეს სამცხე-საათაბაგოში, რომელიც 1535 წლიდან იმერეთის მეფის ბაგრატ III -ის | ||
− | (1510–65) სამფლობელო იყო. ბაგრატმა დახმარებისათვის მიმართა | + | (1510–65) სამფლობელო იყო. ბაგრატმა დახმარებისათვის მიმართა [[ქართლი]]ს მეფე [[ლუარსაბ I]] -სა და თავის ვასალებს – ოდიშის და გურიის მთავრებს. დადიანმა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. იმერეთ-გურიისა და |
ქართლის გაერთიანებული ლაშქარი მტრის შესახვედრად ბასიანისკენ გაემართა. ბრძოლა მოხდა სოხოისტასთან. | ქართლის გაერთიანებული ლაშქარი მტრის შესახვედრად ბასიანისკენ გაემართა. ბრძოლა მოხდა სოხოისტასთან. | ||
12:33, 20 დეკემბერი 2019-ის ვერსია
სოხოისტას ბრძოლა 1545 - ბრძოლა ქართველებსა და ოსმალებს შორის.
1543 წლის ქარაღაქის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ოსმალებმა უფრო დიდი ძალებით კვლავ გამოილაშქრეს სამცხე-საათაბაგოში, რომელიც 1535 წლიდან იმერეთის მეფის ბაგრატ III -ის (1510–65) სამფლობელო იყო. ბაგრატმა დახმარებისათვის მიმართა ქართლის მეფე ლუარსაბ I -სა და თავის ვასალებს – ოდიშის და გურიის მთავრებს. დადიანმა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. იმერეთ-გურიისა და ქართლის გაერთიანებული ლაშქარი მტრის შესახვედრად ბასიანისკენ გაემართა. ბრძოლა მოხდა სოხოისტასთან.
ბრძოლის წინ ქართულ ბანაკში უთანხმოებამ იჩინა თავი. მესხებმა იმ საბაბით, რომ ქართლელები მათ მეწინავეობას არ უთმობდნენ, ბრძოლის ველი მიატოვეს. სოხოისტას ბრძოლა დილიდან საღამომდე გაგრძელდა; ქართველები დამარცხდნენ. ოსმალებმა მესხი ფეოდალების დახმარებით სამცხე-საათაბაგოს ციხეები დაიკავეს და ათაბაგად ქაიხოსრო III (1545–73) დასვეს. ამრიგად, სოხოისტას ბრძოლის შედეგად სამცხე-იმერეთის გაერთიანებას ბოლო მოეღო. ამ დროიდან გაძლიერდა ოსმალეთის გავლენა სამხრეთ საქართველოში, რასაც შემდეგ მისი სრული დაპყრობა მოჰყვა.