ქარაღაქის ბრძოლა 1543

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქარაღაქის ბრძოლა 1543 - ქართველების ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ სამცხე-საათაბაგოში, რომელიც 1535 წლიდან იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის, სამფლობელოებში შედიოდა.

ოსმალთა 22 ათ-ანი ლაშქარი, რომელსაც არზრუმის გამგებელი მუსა-ფაშა სარდლობდა, ოლთისის ციხეს მიადგა. ბაგრატ მეფემ სალაშქროდ მიიწვია თავისი ძლიერი ვასალები – ოდიშისა და გურიის მთავრები, მაგრამ ოდიშის მთავარმა, განაწყენებულმა იმით, რომ მეფემ ჭანეთი და აჭარა გურიელს დაუთმო, ომში მონაწილეობა არ მიიღო. მიუხედავად ამისა, იმერეთის და გურიის ჯარებმა დაამარცხეს ოსმალები და დიდი ალაფი იგდეს ხელთ. მუსა-ფაშა ბრძოლაში მოკლეს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები