მახარობლის მოსვლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მახარობლის მოსვლა''' − საქორწინო წესი. დედოფალი რომ მეფის ს...) |
მიმდინარე ცვლილება 16:08, 5 თებერვალი 2020 მდგომარეობით
მახარობლის მოსვლა − საქორწინო წესი.
დედოფალი რომ მეფის სახლს მიუახლოვდებოდა, წინ მახარობელს გაგზავნიდნენ, რომელსაც თან პატარა ბალიში მიჰქონდა. მახარობელს ნეფე გამოეგებებოდა, რომელსაც მახარობლისათვის ბალიში უნდა ჩამოერთმია. მახარობელი ნეფეს ახლოს არ მიუშვებდა და ბალიშს შორიდან ესროდა. ნეფეს ბალიში უნდა დაეჭირა. თუ ვერ დაიჭერდა, დიდი სირცხვილი იყო. მახარობელს ტკბილეულით, შემწვარი ქათმით გაუმასპინძლდებოდნენ, თოფებს ისროდნენ. მახარობელი უკან − მაყრებთან ბრუნდებოდა. ამის შემდეგ დედოფალს ეზოსთან მიიყვანდნენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ნოღაიდელი, 2015.