პრასა-მაკიდოიანი ქაფშია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პრასა-მაკიდოიანი ქაფშია''' − ჭარხლისა და ფხალის ფოთლებს [[პრ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:10, 10 თებერვალი 2020 მდგომარეობით

პრასა-მაკიდოიანი ქაფშია − ჭარხლისა და ფხალის ფოთლებს პრასა-მაკიდოსთან ერთად წვრილად დაჭრიდნენ, ნიორნარევ მარილში დანაყილ პილპილსა და მოხარშულ ბრინჯში აურევდნენ, მასში ქაფშიას და სიმინდის ფქვილს ჩაუმატებდნენ. ყველაფერ ამას ცხელ წყალში გახსნილ კოწახურში მოზელავდნენ. მიღებულ ცომს გახურებულ კეცში ჩაფენილ ფოთლებზე გადაიტანდნენ, კეცს თუნუქის სახურავს დაახურავდნენ და ნაკვერჩხლებს დააყრიდნენ. ამ მდგომარეობაში იგი შეწვამდე რჩებოდა.



[რედაქტირება] ლიტერატურა

აბაშიძე, კომახიძე, 1998:116.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები