ფხალ-ლობიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფხალ-ლობიო''' − კეჟერა ფხალისა და კაკალი ლობიოს ნარევით მო...) |
მიმდინარე ცვლილება 11:35, 13 თებერვალი 2020 მდგომარეობით
ფხალ-ლობიო − კეჟერა ფხალისა და კაკალი ლობიოს ნარევით მომზადებული კერძი.
მხალსა და ლობიოს ცალკ-ცალკე მოხარშავდნენ, ფხალს წყალს გამოუცვლიდნენ, კვლავ მოხარშავდნენ და ცალკე ჭურჭელში შეინახავდნენ, ნიორნარევ მარილში ჩანაყილ ქინძსა და პილპილს ლობიოს წვენში გახსნიდნენ და გალესავდნენ, ფხალ-ლობიოს დაასხამდნენ და წამოადუღებდნენ. საბოლოოდ ერთმანეთში შერეულ კერძს ნიგვზით, ნიორით და სხვა სანელებლებით შეკაზმავდნენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:125.