კაიმაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კაიმაღი“ გადაიტანა გვერდზე „ყაიმაღი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ყაიმაღი“ გადაიტანა გვერდზე „კაიმაღი“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 15:40, 14 თებერვალი 2020 მდგომარეობით

კაიმაღი – რძის ნაწარმი (ყაიმაღი/კუიმაღი), რძის თავი - ძითავი, სეფერატორში რძის გამოხდით ანდა გობში რძის გაჩერებით მიღებული ნაღები. საერთოდ, კაიმაღისათვის გობზე დასხმული რძისაგან მიღებულ ნაღებს ამჯობინებდნენ, ვიდრე სეფერატორით გამოხდილს.

ახალმოწველილ რძეს გობით სარძიეში დადგამდნენ და რძე თავზე ნაღებს მოიკიდებდა. ამ ნაღებს მოხდიდნენ და ცალკე მოაგროვებდნენ. ეს იყო კაიმაღი. ჩვეულებრივ, გობზე დასხმული რძე ორი-სამი დღის განმავლობაში ოდნავ მოყვითალო ფერის მეტად გემრიელი ნაღების ფენას იკეთებდა. ეს კაიმაღის მიღების უფრო ძველი წესი იყო. კაიმაღი მეტად მსუყე და ძვირფას საჭმელად ითვლებოდა. მისგან სხვადასხვა სახის კერძებს ამზადებდნენ.


[რედაქტირება] ლიტერატურა

სახოკია, 1985:147; ნიჟარაძე, 1948:87; ნოღაიდელი, 2015; გრიშაშვილი, 1997; სამსონია, 1986:84.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები