ჭერის ღობე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ჭერის ღობე '''ჭერის ღობე''' − ღობის სახეობა, რომ...) |
12:06, 19 თებერვალი 2020-ის ვერსია
ჭერის ღობე − ღობის სახეობა, რომელიც ძირითადად ჭერებით იყო შედგენილი. ამისათვის მიწაში ბოძებს, დირეგებს ასობდნენ, რომელთაც „აღლაბაჯებსაც” ეძახდნენ. ამ ბოძებზე ჭერები − გრძელი და სწორი მსხვილი ტანები იყო წკნელით მიმაგრებული. გავრცელებული იყო ჭერის ღობის სხვა ვარიანტებიც, როცა ჭერები ორპოტიკა ანუ ორტოტა დირეგზე იყო დადებული, დამაგრებული ანდა ჭერი დირეგის სპეციალურ ნახვრეტში იყო გაშვებული.