ჭიმური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჭიმური''' − კარაქში შეზელილი ცხელი მჭადი ანდა მჭადის კვერი, ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:16, 19 თებერვალი 2020 მდგომარეობით

ჭიმური − კარაქში შეზელილი ცხელი მჭადი ანდა მჭადის კვერი, კერძი, რომელიც ცხელი მჭადისა და „იაღის” შერევით მზადდებოდა. სულხან-საბა ორბელიანი მას „ჭიმურის” სახით მოიხსენიებდა და აღნიშნავდა: „ჭიმური – ესე არს პური დაფხვნილი, გინა ბრინჯი ანუ მარცვალნი მგბარი ერბოსა ანუ ზეთში ხრაკული, რომელსა სპარსნი ფლავსა უწოდებენ”.

ჭიმული წვნიანი სახითაც მზადდებოდა: ტაფაზე დამწვარ ერბოს წყალს ჩაუმატებდნენ, მარილს ჩაყრიდნენ და მოადუღებდნენ, შემდეგ მჭადს ჩააფშვნიდნენ და კოვზით მოურევდნენ, რომ არ შეკრულიყო.



[რედაქტირება] ლიტერატურა

ორბელიანი, 1949:459; აბაშიძე, კომახიძე, 1998:137.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები