ჭიდო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჭიდო''' − წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, რომელიც მაღლარების სახ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
 
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
  
[[კატეგორია:საქართველოს ამპეკოგრაფია]]
+
[[კატეგორია:საქართველოს ამპელოგრაფია]]
 
[[კატეგორია:სასუფრე ვაზის ჯიშები]]  
 
[[კატეგორია:სასუფრე ვაზის ჯიშები]]  
 
[[კატეგორია:ვაზის აჭარული ჯიშები]]
 
[[კატეგორია:ვაზის აჭარული ჯიშები]]

მიმდინარე ცვლილება 14:57, 19 თებერვალი 2020 მდგომარეობით

ჭიდო − წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, რომელიც მაღლარების სახით ზემო აჭარაში – ხულოს რაიონში იყო გავრცელებული. აღნიშნული ჯიში გურიაშიც ყოფილა წარმოდგენილი, კერძოდ, ლანჩხუთსა და მის მიდამოებში, თუმცა იგი იქ უკვე რადგან აღარ გვხვდება, დღესდღეობით აძნელებს მათი იდენტურობის დადგენას. აჭარულ „ჭოდს”, ლეჩხუმურ „ტოჭას” ადარებდნენ და იგი ამ უკანასკნელის ფონეტიკურ სახესხვაობად მიაჩნდათ.

ჭოდი წარსულში მხოლოდ ზემო აჭარაში ყოფილა გავრცელებული. მის მოსავალს ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად ყურძნად ხმარობდა. ამინდის ხელსაყრელ პირობებში ჭოდს საკმაოდ უხვი მოსავლიანობა ახასიათებდა. ერთი ძირი მაღლარი ვაზის მოსავალი 25-40 კგ-მდე აღწევდა. ჭოდი ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ყურძნის ჯიში იყო. იგი ყურადღებას იპყრობდა, როგორც აბორიგენული ასორტიმენტი, მოსავლიანობითა და ყურძნის საკმაოდ მაღალი გემური თვისებებით. ამავე დროს ჭოდი აჭარის ეკოლოგიურ პირობებში საუკუნეთა განმავლობაში იყო აღზრდილი და აკლიმატიზებული.


[რედაქტირება] ლიტერატურა

სახოკია, 1950

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები