ატენის ციხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:52, 22 ივნისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ატენის ციხე (საცივის ციხე, ორბელიანის ციხე), არქიტექტურული ძეგლი, დგას გორის მუნიციპალიტეტში, მდ. ტანის მარცხენა ნაპირას, მაღალი მთის ქიმზე. სავარაუდოდ თარიღდება X ს-ით.
ნაგებია ნატეხი ქვით. ციხე ძლიერ დაზიანდა 1920 წ. მიწისძვრის დროს. მისი გეგმის და მასების თავდაპირველი სახით დადგენა შეუძლებელია. ნაგებობა (38,4 X 17,2 მ) ძირითადად ორი მონაკვეთისგან შედგება. ჩრდილოეთის მონაკვეთი შედარებით პატარაა. დიდი და მთავარი მონაკვეთი მდებარეობს სამხრეთიით. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. ბურჯებით გამაგრებული გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყალსაცავი და სხვ. ნაგებობებია. ციხე იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსაკენ მიმავალ გზას.