იკაროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:10, 30 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იკაროსი(ბერძნ.) დედალოსის შვილი. როდესაც მინოსმა დედალოსი და მისი ძე იკაროსი ლაბირინთში ჩაკეტა. მაშინ დედალოსმა ასეთი რამ მოიფიქრა: შეაგროვა ბუმბული, ერთმანეთს ცვილით მიამაგრა და ოთხი დიდი ფრთა დაამზადა. ამ ფრთებით იგი შვილთან ერთად ჰაერში აიჭრა და კუნძულიდან გაფრინდა. იკაროსი, მამის გაფრთხილებისდა მიუხედავად, ჰაერში ნავარდმა გაიტაცა და მზეს მეტისმეტად მიუახლოვდა. მზემ ცვილი დაადნო, ფრთები დაიშალა, იკაროსი ზღვაში ჩავარდა და დაიხრჩო. შვილის ცხედარი მამამ დაკრძალა იქვე, კუნძულზე, რომელსაც იკარია უწოდა, ხოლო იმ ზღვას კი იკაროსის ზღვა შეარქვა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები