ბუი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:21, 8 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუი - (ჰოლ. boei) სანაოსნო ვითარების ამსახველი მოტივტივე ნიშანი, რომლის დანიშნულებაა ზღვებში, სრუტეებში, არხებში და პორტებში სახიფათო ადგილების (მეჩეჩების, რიფების, ბანკების და ა.შ.) შემოღობვა.
ბ-ები ლითონისგან დამზადებული, ღუზაზე მდგარი კონუსური, სფერული, ცილინდრული ან სხვა ფორმის კონსტრუქციებია. ბ-ზე ზოგჯერ აყენებენ შუქებს, განმასხვავებელ ფიგურებს, რადიოლოკაციურ შუქურამოპასუხეებს, ხმოვან სასიგნალო მოწყობილობებს.
მათი შეფერილობა და განათება დამოკიდებულია მცურავი ნიშნების განლაგების მიღებულ სისტემაზე.
