ჰარპიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:21, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰარპიები – (ბერძნ.) ზღვის ღმერთის, თავმასისა და ოკეანოსის ასულის, ელექტრას ქალიშვილები. შემზარავი ქალჩიტები.
ძველი ავტორები ხუთ ჰარპიას გვისახელებენ: აელას („გრიგალისებრს“), აელოპეს („ქარიშხლისებრს“), პოდარგეს („ფეხმარდს“), ოკიპეტეს („სწრაფმავალს“) და კელენოს („პირქუშს“). ჰარპიებს წარმოსახავდნენ ფრთოსან ურჩხულებად, რომელთაც ქალის თავები ებათ. ისინი ბავშვებსა და ადამიანთა სულებს იტაცებდნენ. არგონავტების მითოსი მოგვითხრობს ამბავს იმის თაობაზე, თუ როგორ გაათავისუფლეს ბორეადებმა ჰარპიათაგან მეფე ფინევსი.
თავდაპირველად ჰარპიები ეგეოსის ზღვაში, სტროფადის კუნძულებზე სახლობდნენ. შემდეგ კი, სხვა ურჩხულთა მსგავსად, ბერძენთა ფანტაზიამ ისინი ჰადესში მოათავსა.
გადატანითი მნიშვნელობით ჰარპიას გაავებულ ქალს უწოდებენ.