გვახარია ვაჟა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:07, 9 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გვახარია ვაჟა ალექსანდრეს ძე - (22. III. 1925, თბილისი, – 25. VII. 1991, იქვე), მუსიკისმცოდნე და ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. ფილოლოგიურ მეცნიერ-დოქტორი (1968), პროფესორი (1969), ჰენდელის საერთაშორისო პრემიის (გდრ) ლაურეატი (1967), ჰენდელის საერთაშორისო საზოგადოების (ქ. ჰალე) გამგეობის წევრი (1967), თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ძველი აღმოსავლური ენების განყოფილების გამგე (1985-91).
დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1947) და თბილისის კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი (1949), 1952-იდან ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას.
ავტორია წიგნებისა:
- „ძველ ქართულ მუსიკალურ სისტემათა განვითარება“ (1962),
- „რიჰარდ ვაგნერი“ (1966),
- „ჰენდელი, მოცარტი, ვაგნერი“ (1976),
- „მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები“ (1978),
- „ურარტული ენის ლექსიკონი-სიმფონია“ (მოსკოვი 1963) და სსვა.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი