ჰანსვურსტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:11, 20 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰანსვურსტი – გერმანული ხალხური თეატრის კომიკური პერსონაჟი. ეს სახე გაჩნდა XVI საუკუნეს „ფასტნახტშპილებში“. XVII საუკუნის „პიკელჰერინგთან“ ერთად გავრცელდა როგორც მთავარი პირი კომიკური ინტერმედიებისა. მაყურებელს აცინებდა უხეში ფარსული ოხუნჯობითა და ოინბაზობით. მოქმედების მსვლელობისას იგი წამდაუწუმ მიმართავდა მაყურებელს და ფართოდ იყენებდა იმპროვიზაციას.