ბიბლიოვიკი
![]() |
ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.
რჩეული სტატიაჩიჩილაკი - საახალწლოდ მორთული ფურფუშელებიანი ხე. ჩიჩილაკისთვის შეარჩევდნენ თხილის ტოტს. კალანდობამდე რამდენიმე დღით ადრე მოჭრიდნენ და შეინახავდნენ. წინა დღეებში ოჯახის უფროსი იწყებდა მის დამზადებას. საჩიჩილაკე ჯოხს ცეცხლზე გარუჯავდნენ, მერე მის დარბილებულ და სათლელად გაიოლებულ ტანს დაუწყებდნენ ათლას ქვევიდან ზევით და ამ ხუჭუჭა ანათალებს, ანუ „წილამურებს“ ზედვე ტოვებდნენ. წარმოიქმნება ხუჭუჭად გამოყვანილი ოვალური ხის იმიტაცია. ჩიჩილაკს თავი ოთხად ჰქონდა შეხეთქილი, სადაც ჯვარედინად იყო ჩამაგრებული ჯოხები - ზედ დამაგრებული სანთლებით.სრულად...
|
დღის სტატიაკოლხეთის სამეფო - კოლხეთი - ქართული წყაროებით - ეგრისი. დასავლეთ საქართველოს დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ძველ ბერძენ ავტორებთან სახელი კოლხეთი აღნიშნავდა შავიზღვისპირა ქვეყანას, რომლის ტერიტორია ვრცელდებოდა კავკასიონის ქედიდან ტრაპიზონამდე და აღმოსავლეთით ლიხის ქედამდე. კოლხეთი ძველი კოლხას მემკვიდრეა და აშკარაა, რომ სახელიც აქედან აქვს მიღებული. სახელწოდებას „კოლხიდა“, „კოლხეთი“ ქართული არ იცნობს, ის არანაირი ფორმით თუ სახით არ გვხვდება ქართულ წყაროებში და მწიგნობრული გზით იქნა გადმოტანილი ბერძნების მიერ ნ. ლომოური). ქართველები, ამ უძველეს ქართულ სამეფოს ეგრისს უწოდებდნენ და ვუწოდებთ.სრულად... |
დღის სურათი
|
ხორბალიხორბალი- (Triticum L.). ტერმინი ხორბალი (ჭანურად "ქოვ-ალი" // "ქუვ-ალ-ი", "ქუ-ალ-ი", "ქვ-ალ-ი"; მეგრულად "ქობალი"; სვანურად "კვეცენ"), საქართველოში თავდაპირველად აღნიშნავდა საერთოდ ყოველგვარ პურეულ მცენარეს, ხოლო მოგვიანებით - მთლიანად ხორბლის გვარს. შემდგომ ხანაში შეიმჩნევა ტერმინ „ხორბლის“ ჩანაცვლება „პურით“, რომელიც გულისხმობს, როგორც თვითონ ხორბლის პურს, ასევე მცენარეს. თავდაპირველად ქართველები საკუთრივ პურისა და პურეული მცენარის აღსანიშნავად სახელწოდება „დიარს“ იყენებდნენ.სრულად... |