ეკიკლემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:25, 4 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეკიკლემა – (ბერძ. ekkiklema), ძველბერძნულ თეატრში მოძრავი მოედანი, რომელსაც გამოაგორებდნენ ხოლმე „ორქესტრაზე“, „სკენის“ შენობიდან, იმ შემთხვევაში, როდესაც საჭირო იყო ისეთი მოქმედების ჩვენება, რომელიც შენობაში, სასახლეში ან ტაძარში მიმდინარეობდა. კომედიებში ეკიკლემას იყენებდნენ ტრაგედიის პაროდირების მიზნით.