ხუგლიარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:20, 18 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხუგლიარები – მოხეტიალე მსახიობების სახელწოდება ესპანეთში. პირველი ცნობები ხუგლიარების შესახებ მოიპოვება 11-12 სს. ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებში. ხუგლიარები იყვნენ სახალხო წარმოდგენების ძირითადი შემსრულებლები. მათი ხელოვნება აღბეჭდილი იყო წარმართული მხიარულებით და ტემპერამენტით.