სამშენებლო ეზო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 28 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამშენებლო ეზო (საქმიანი ეზო) – მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის შემოღობილი ნაწილი, სადაც განთავსებულია მშენებლობისთვის საჭირო დამხმარე წარმოებები – ბეტონის კვანძი, ლითონისა და ხის საამქროები, სამშენებლო ტექნიკისა და მანქანების სადგომი, საშენი მასალის საწყობები, ცემენტის შესანახი ბუნკერი, წყლის რეზერვუარი, სამუშაოთა მწარმოებლის ოფისი და სხვა.