საამქრო
საამქრო – სამრეწველო საწარმოს ერთ-ერთი უბანი, რომელიც ასრულებს გარკვეულ ტექნოლოგიურ პროცესებს (მაგ., ლითონების თერმული დამუშავება, დეტალების სამუშაო ზედაპირების გალვანიზაცია, სამღებრო სამუშაოები და სხვ,), ან ამზადებს გარკვეულ პროდუქციას (მაგ., ელემენტები, ბლოკები, დეტალები, კვანძები, კონსტრუქციები და სხვ.). საქარხნო პირობებში საამქრო შეიძლება იყოს: ძირითადი, დამხმარე და თანამდევი. თავის მხრივ საამქრო იყოფა მალებად, უბნებად და სექციებად. საამქროს სახეებია: აგურის, არმატურის, ბესემერის, ბეტონის, ბლოკის, ბრძმედის, გაუცხიმოების, გოგირდმჟავას, დამამზადებელი, დამხმარე, ელექტროფოლადსადნობი, ენერგეტიკული, ვაგონის, თერმული, თუნუქის, თუჯსასხმელი, მარმარილოს, მარტენის, მახარისხებელი, მექანიკური, მილსაგლინავი, პლასტმასის, ჟანგბადკონვერტერული, რკინაბეტონის, საამწყობო, საამწყობოსაშალი, საბოვე, საგადამკვრელო, საგლინავი, სადამშლელო, სადეფექტო, სადნობი, სადურგლო, საექსპერიმენტო, საზეინკლო, საიარაღო, საკონტროლო, სამომსახურეო, სამონტაჟო, სამსხმელო, სამღებრო, სამჭედლო, სარაფინირებელი, სარესორო, სატრანსპორტო, საფუთავი, საქვაბე, საქსოვი, საშემდუღებლო, საშემკეთებლო, საცდელი, საძარო, სახარატო, სახარატო-მექანიკური, სპილენძის, ტექნოლოგიური, ფოლად-სადნობი, ქვის, ძირითადი, ძრავის, ხის დასამუშავებელი, წებოსა და სხვა.