გაბაშვილი მაია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:56, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაბაშვილი მაია − (XVIII ს) ფსევდონიმი − მაია გაბაონი; პოეტი. დიდი კულტურული ტრადიციებით ცნობილი გვარის წარმომადგენელი; ბიოგრაფიული ცნობები არ შემორჩენილა. ხელნაწერმა შემოგვინახა მისი ერთადერთი ლექსი-ანბანთქება, „გამოცანა ანბანზე”. ავტორი გვაუწყებს, რომ ლექსი სიყრმის ჟამს შეუთხზავს, მასში ნათლად ჩანს მითოლოგიის ცოდნა, ახალგაზრდა პოეტის ლიტერატურული გემოვნება და გონებამახვილობა.