უძველებელი ფოლადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:27, 8 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უძველებელი ფოლადი – ნახშირბადმცირე (0,15%-მდე) ფოლადი სტაბილური მექანიკური თვისებებით. საჭირო თვისებები მიიღწევა დნობის ტექნოლოგიით (განჟანგვა ალუმინით) ან თერმული დამუშავებით და მცირე რაოდენობით დანამატების (ალუმინი, ტიტანი, ვანადიუმი, ნიობიუმი) შეყვანით. ძირითადად გამოიყენება საქვაბეებსა და მანქანათმშენებლობაში.