ანტისტატიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:39, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანტისტატიკი – პლასტმასის დანამატი, რომელიც ამცირებს პოლიმერული მასალის ელექტრიზაციას მისი გადამუშავებისა და ექსპლუატაციის დროს. პლასტმასების დიდი ნაწილი (პოლივინილქლორიდი, პოლისტირენი, პოლიონეფილი) ადვილად აგროვებს ელექტრულ მუხტს, რადგანაც ისინი ბუნებით დიელექტრიკებია, ამიტომ ასეთი პლასტმასები მოითხოვს ანტისტატიკის დამატებას. ისინი შეიძლება იყოს ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და ელექტრობის გამტარი შემავსებლები (ჭვარტლი, გრაფიტი, ლითონის ფხვნილი და სხვ.).