ლირსი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:57, 18 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლირსი − კედლის, პილასტრის ან კარის ზედაპირის მოჩარჩოებული ან ჩაღრმავებული დეკორატიული ნაწილი; კარის, ტიხრის ან კარადის და სხვა სახის ავეჯის კარის სიბრტყის ნაწილში ჩასმული მოჩარჩოებული შემავსებელი თხელი ფიცარი, ფანერა (ფირფიცარი) ან სხვა სახის მასალა; თხელი ფიცრის, ფანერის ან სხვა სახის მასალისაგან დამზადებული პატარა დაფა, რომელიც ავსებს კარის, კარადის და სხვ. ჩონჩხედის (კარკასის) ღრეჩოს;
დეკორატიული ლირსი – მომცრო ზომის ხის ჩარჩო მასში ჩამაგრებული სელის ქსოვილის ნაჭრით.