პოლიეთერმიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:29, 26 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოლიეთერმიდი – თერმოპლასტიკური პლასტმასი, ამორფული გამჭვირვალე (ქარვისფერი) პოლიმერი მაღალი სიმტკიცითა და სიხისტით. გამოირჩევა ცეცხლმედეგობითა და დიელექტრიკული თვისებით, რის გამოც მისგან ამზადებენ ელექტროიზოლიატორებს, საკონტაქტო თამასებს, ნაპერწკალგამანაწილებლის ყუთებს და სხვა დეტალებს, რომლებიც საჭიროებენ სიმტკიცესა და მდგრადობას მაღალი ტემპერატურის პირობებში. მომხმარებელს მიეწოდება ღეროების სახით.