ბუნებრივი ფასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:43, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუნებრივი ფასი - (natural price) - ტერმინი, გამოყენებული ადამ სმითის მიერ საქონლის ღირებულების (ფასეულობის) დახასიათებისთვის. საქონლის ბუნებრივი ფასისგან ხდება საბაზრო ფასის გადახრა. ბუნებრივი ფასი გრძელვადიანი წონასწორობის ფასია და დამოკიდებულია წარმოების დანახარჯებზე.