ყიშლაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:14, 27 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყიშლაკი − (თურქ. qišlaq საზამთრისი, გამოსაზამთრებელი) – სოფლების საერთო დასახელება აზერბაიჯანში, შუა აზიასა და ავღანეთში. თავდაპირველად აღნიშნავდა მომთაბარე ტომების გამოსაზამთრებელ ადგილს. მისთვის დამახასიათებელია ვიწრო ქუჩები, თიხატკეპნილი სახლები; მთიან რაიონებში ტერასებიანი განაშენიანება. ყიშლაკი შემოსაზღვრული იყო თიხისგან ნაგები კედლებით. ყოველ ქვის ღობით გამოყოფილ საცხოვრებელ სახლს ჰქონდა სასმელი წყლის მიწისქვეშა ჭა. თიხის ღუმლების სათბობად გამოიყენებოდა წივა. დასახლებას ჰქონდა ბაზარი, მეჩეთი და სასაფლაო. ძირითად მოსახლეობას წარმოადგენდა გლეხები (დეხკანე).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები