წყალასაწევი მანქანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 3 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წყალასაწევი მანქანა – მოწყობილობა სითხის (ძირითადად წყლის) გადასაადგილებლად. უმარტივეს წყალასაწევ მანქანებს მიეკუთვნება ოწინარი და ჯალამბარი ჭებიდან წყლის ამოსაწევად, ხოლო წყლის შეუფერხებელი მიწოდებისათვის გამოიყენება – არქიმედეს ხრახნი, წყალასაწევი ბორბალი, ნორია (ციცხვებიანი ელევატორი ან ციცხვებიანი საწეველა) და სხვ.