ჰიდროკლასიფიკატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:53, 10 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰიდროკლასიფიკატორი – აპარატი, რომელშიც ხორციელდება სამშენებლო ქვიშების დისპერგაცია, თიხის ნაწილაკების გამოდევნა და მინერალური მარცვლების გაყოფა ზომის მიხედვით. კონსტრუქციული შესრულებისა და ჰიდრონარევის მოძრაობის ხასიათის მიხედვით ჰიდროკლასიფიკატორი არის ჰორიზონტალური და ვერტიკალური, ხოლო მოქმედების პრინციპის მიხედვით – თავისუფალი და შევიწროებული ვარდნით. კლასიფიკატორების ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთვე სპირალური და ლარტყიანი აპარატები, ხოლო განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ცენტრიდანული კლასიფიკატორები, რომლებშიც მასალა ფრაქციებად იყოფა პულპის მბრუნავ ნაკადში ცენტრიდანული ძალების გავლენით (ცენტრიფუგები და ჰიდროციკლონები).