ასკაროპსოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:33, 21 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასკაროპსოზი - (ascaropsosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Ascarops + ბერძნ. osis დაავადება) – ღორის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Ascarops strongylina პარაზიტობს ღორის კუჭში. დაავადება გავრცელებულია ყველგან. ავადდებიან უფროსი ასაკის ღორები. დაავადება ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს.
სიმპტომები: სიგამხდრე, ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა.