ბალანტიდიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:32, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალანტიდიები - (Balantidium; ბერძნ. ტომარა, საფულე), უმარტივესები, მიეკუთვნებიან Ciliata-ს (ბერძნ. cilium წამწამი) კლასს.
ბალანტიდიების სხეული ოვალური ან კვერცხისებრია, დაფარულია წამწამებით. ციტოპლაზმაში ბირთვი და ბირთვაკია. ბალანტიდიები მრავლდებიან ორად გაყოფით ან სქესობრივი გზით – კონიუგაციით. ისინი პარაზიტობენ ღორის, მღრღნელების, ზოგჯერ ადამიანის მსხვილ ნაწლავებში. გარემოში გამოიყოფიან მოძრავი ტროფოზოიტებისა და უძრავი ცისტების სახით.