განგულეტერაკისი - (Ganguleterakis) – ნემატოდას გვარი; მიეკუთვნება Heterakidae-ს ოჯახს, Oxyurata-ს ქვერაზმს.
ფრინველის პარაზიტი. Ganguleterakis dispar (ლათ. უწყვილო, სხვადასხვა) – სახეობა, პარაზიტობს ბატისა და იხვის ბრმა ნაწლავში. ბეოჰელმინთი. იხვისა და ბატის განგულეტერაკიდოზის აღმძვრელი.
წყარო
სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი