ზეცნობიერი შემოქმედება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:58, 26 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტანისლავსკი არგანის როლში

ზეცნობიერი შემოქმედება – ცნება თეატრალურ ხელოვნებაში შემოტანილია კ. სტანისლავსკის მიერ და გულისხმობს შთაგონების უმაღლეს ფაზას – ზეშთაგონებას. ეს არის კონტროლირებადი ექსტაზის მდგომარეობა, როცა ერთმანეთთან შეთანხმებულად, ჰარმონიულად და ურთიერთგამდიდრებლად შერწყმულია მსახიობის ირაციონალური და რაციონალური შემოქმედებითი საწყისები. ზეცნობიერი შემოქმედების მდგომარეობაში შესვლა სტანისლავსკის სისტემის უმთავრესი დანიშნულება და მიზანია და მის მიერ მიჩნეულია გარდასახვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად. ზეცნობიერი შემოქმედების თეორია მიჩქმალული იყო კომუნისტური იდეოლოგიის მიერ როგორც თეატრალური მისტიციზმის გამოვლინება.

მ. გეგია





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები