ეიმერიოზე­ბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:45, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეიმერიოზე­ბი − (Eimerioses; აღმძვრელის გვარის დასახელება Eimeria + ბერძნ. oses დაავადებები) – მსხვილფეხა და წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვის, ბოცვრის, ფრინველისა და მრავალი სახეობის ცხოველების ინვაზიური დაავადებები, რომელთა აღმძვრელებია Eimeria-ს გვარის უმარტივესები. გავრცელებულია ყველგან. განსაკუთრებით მძიმე ფორმით ავადდება მოზარდეული.

სიმპტომები: უმადობა, ლორწოვანი გარსების ანემიურობა, თხიერი ფეკალი ლორწოს მინარევებით. თუ ეიმერიები ლოკალიზებენ მსხვილ ნაწლავებში, მაშინ ფეკალში სისხლის მინარევებიცაა. ვითარდება ნერვული მოვლენები: დაძაბუნება, კრუნჩხვა, ფრინველებს შესაძლოა განუვითარდეთ კიდურების პარეზი. დამახასიათებელია ავადმყოფი ცხოველისა და ფრინველის სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები