მეტონიმია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:23, 26 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეტონიმია – (ბერძნ. metonymia, სიტყვასიტყვ. – გადარქმევა) – მოვლენის, ცნების ან საგნის ერთი სახელწოდების მეორით შეცვლა მათი მომიჯნავეობის შემწეობით. მეტაფორის მსგავსად, მეტონიმიასაც აქვს საგნობრივი ფუნქციების თავისებური გაორების უნარი, შეუძლია მიანიჭოს მათ გადატანითი მნიშვნელობა. მაგრამ მეტაფორისგან განსხვავებით, იგი ემყარება ნამდვილ და არა წარმოსახვით რეალობას. მაგალითად: „თეატრი მართავს გასტროლებს“. მეტონიმიის გამოყენებით აქ გამოტოვებულია სიტყვა „დასი“. „გავეცანი შექსპირს“ გამოტოვებულია სიტყვა „შემოქმედება“ და ა.შ.