ქორეგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:28, 11 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქორეგი − (ძვ. ბერძ. Χορηγός), ათენის მდიდარი მოქალაქე ძველ საბერძნეთში (V-IV სს. ძვ.წ.). სახელმწიფოსგან დაკისრებული ჰქონდა ქოროს წევრების (ქორევტების) შერჩევის საპატიო მოვალეობა, უნიშნავდა მათ ხელფასს. მასვე უნდა გაეღო თანხა სადადგმო ხარჯებისათვის (კოსტიუმები, დეკორაცია და ა.შ.). ქორეგოსი თავადაც მონაწილეობდა შეჯიბრში დრამატურგთან და მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობთან ერთად. გამარჯვებულ ქორეგოსს სხვებთან ერთად აჯილდოებდნენ. ამ მოვალეობის შესრულების განმავლობაში იგი თავისუფლდებოდა სამხედრო ვალდებულებისაგან და როგორც პიროვნება ხელშეუხები იყო.