ჰიუგო ვიქტორ მარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიქტორ მარი ჰიუგო

ვიქტორ მარი ჰიუგო − (ფრანგ. Victor Marie Hugo, 1802-1885), ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, რომანტიზმის მამამთავარი.

მან ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ფრანგული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, იყო რომანტიკული თეატრის თეორეტიკოსი და წამყვანი დრამატურგი. ახალგაზრდობაში წერდა კლასიცისტურ ტრაგედიებს („ირტამენა“, „ატელია ანუ სკანდინავიელები“) და მელოდრამებს („ინეს დე კასტრო“, „ემი რობსარ“). 1827 წ. გამოაქვეყნა დრამა „კრომველი“, რომლის წინასიტყვაობა იქცა რომანტიზმის პროგრამად. იგი ილაშქრებს კლასიციზმის წოდებრივი დოგმატიზმის, უმოქმედობის, „სამი ერთიანობის“ წესის წინააღმდეგ, მოითხოვს ცხოვრებრივი კონტრასტების ასახვას. ამ მიზნით იგი შეიმუშავებს კონტრასტების პოეტიკას, სადაც ითხოვს დრამაში ამაღლებულის და გროტესკულის, ტრაგიკულის და კომიკურის, ზნეობის, ხასიათების, ეპოქის კოლორიტის გაერთიანებას. ფრანგული რომანტიკული დრამატურგიის განვითარებისთვის საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა დრამას „მარიონ დელორმი“. ამას მოჰყვა დრამა „ერნანი“, პიესები „მეფე თავს ირთობს“, „ლუკრეცია ბორჯა“, „მარია ტიუდორი“, „ანჯელო“, „რუი-ბლაზი“. შემრიგებლური ხასიათისაა დრამა „ბურგგრაფები“. მისი მომდევნო დრამები „გასამრჯელო ათასი ფრანკი“, „ტორკვემადა“ (და სხვ.) სცენაზე ვერ დამკვიდრდა. ჰიუგოს დრამატურგია შევიდა მთელი ევროპული თეატრის რეპერტუარში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები